www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

2015-06-05
ანსამბლ „ახალგაზრდული ხმების“ კონცერტი ხობში
5 ივნისს, ქ.ხობის კულტურის სახლში, კულტურის ცენტრთან არსებული ვოკალურ ინსტრუმენტალური ანსამბლ „ახალგაზრდული ხმების“ კონცერტი გაიმართა. სცენაზე მაყურებლის წინაშე სასიამოვნო თანამედროვე, მრავალფეროვანი, სხვა და სხვა სტილის მუსიკალური ნომრებით უნიჭიერესი ახალგაზრდები ლაშა კვიკვინია(ხელმძღვანელი), ბექა ესებუა, ანა ვეკუა, ბარბარე და ლუკა ლოლუები, ნიკა ჩიტაია, გიორგი ჯგერენაია, გიორგი ჩაბალუხა და ქეთი ცხადაია წარსდგნენ. ანსამბლ„ახალგაზრდულ ხმებთან“ ერთად იმღერეს ხალხურ ანსამბლ „კოლხეთის“ მომღერლებმა. საპატიო სტუმრის სტატუსით მოწვეულმა ანა შამათავამ ერთი სოლო სიმღერა შეასრულა. ახალ შექმნილი ანსამბლი „ახალგაზრდული ხმები“ სულ რამდენიმე თვეა ერთ გუნდად ჩამოყალიბდა და დღეს მაყურებლისგან მოწონება და მქუხარე ტაშიც დაიმსახურა.
კონცერტს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ხობისმუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ ახალგაზრდებს წარმატებული გამოსვლა მიულოცა და თანადგომას დაპირდა.