www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

2015-06-03
მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში ჭადრაკის ტურნირი დასრულდა
3 ივნისს, ქ. ხობის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში  ღვაწლმოსილი   პედაგოგის აკაკი (კაკო) ზარანდიას ხსოვნისადმი მიძღვნილი  ტურნირი ჭადრაკში დასრულდა. ფინალურ შეხვედრაში გამოვლინდნენ სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში გამარჯვებულები: თამარ თუთბერიძე N 2 საჯარო სკოლა, ნიკოლოზ ჭანტურია N 2 საჯარო სკოლა, ნია კუკავა ხამისკურის საჯარო სკოლა, ნიკა ბუკია  პირველი მაისის საჯარო სკოლა, ლიკა ჭანტურია N 2 საჯარო სკოლა და გიორგი ლატარია სკოლა „არეა“ (მწვრთნელ-მასწავლებელი მამუკა გეთია).
    ტურნირს ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც მოჭადრაკეებს წარმატებული ასპარეზობა მიულოცეს და გამარჯვებულებს თასები და სამახსოვრო სიგელები გადასცეს. მოსწავლე ახალგაზრდობის სახლთან არსებული საჭადრაკო სკოლის გამარჯვებული მოჭადრაკეები 6 ივნისს  ქ. თბილისში  მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას.