www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

2014-07-15
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა
2014 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში, განახლდა სწავლება საჯარო მმართველობის და ადმინისტრირების პროგრამის შემდეგ კურსებზე: 
1. საჯარო ორგანიზაციების მართვა.
2. ფინანსური მენეჯმენტი და შიდა აუდიტი საჯარო მოხელეთათვის.
3. სახელმწიფო შესყიდვები.
4. ადამიანური რესურსების მართვა და საქმისწარმოება საჯარო სექტორში.
მოდულები ისწავლება განახლებული მეთოდებით საჯარო ადმინისტრირების დარგში მომუშავე როგორც თეორიტიკოსი, ისე პრაქტიკოსი ტრენერების მიერ. სკოლა მზადაა ჩაერთოს იმ პოლიტიკის განხორციელებაში, რომელიც მიზნად ისახავს საჯარო სექტორის გაძლიერებას პროფესიონალი კადრებით. 
აღნიშნულ კურსებზე წლის განმავლობაში სწავლა იწარმოებს 4 ნაკადად და შესაბამისად მსმენელთა განაცხადების მიღება განხორციელდება უწყვეტ რეჟიმში.
კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ: 
ტელეფონებზე: (431) 23 26 00 ; 599 22 82 89
ელ. ფოსტა: zspa@zspa.ge
ფეისბუქი: ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა.
2014-07-15
თათბირი და საკადრო ცვლილებები ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში
2014 წლის 14  ივლისიდან  უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგა  ხობის მუნიციპალიტეტის ახალარჩეული გამგებელი გოჩა ქაჯაია. 
15 ივნისს გამგეობის სააქტო დარბაზში ჩაატარდა თათბირი გამგეობის მოსამსახურეებთან. გამგებელმა დამსწრე საზოგადოებას  წარუდგინა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე  დანიშნული პირები:  
ვარაზ გაბედავა - გამგებლის მოადგილე,
მახარე ჩოკორაია   -   გამგებლის მოადგილე,
ზვიად ბუკია -  ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი,
დავით ჭოჭუა  - საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის უფროსი, 
ზაზა ბუკია - ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი, 
როზეტა შულაია - კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი, 
შოლინა კანკია - შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახურის უფროსი,
ზაზა კუპრეიშვილი - წვევამდელთა, რეზერვისტთა, სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურის უფროსი. 
გოჩა არაჩემია - სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის უფროსი.                                               
 თათბირზე გამგებელმა  ისაუბრა საკრებულოსა და გამგეობის ფუნქციებსა და უფლებამოსილებებზე,  გამგებლის მოადგილეებისთვის გადანაწილებულ სფეროებზე, მოსალოდნელი რეორგანიზაციის პროცესებზე, შრომით დისციპლინაზე,  სამომავლოდ განსახორციელებელ საქმიანობაზე.
 გამგებელმა  გამგეობის ახალდანიშნულ თანამდებობის პირებს და გამგეობის სხვა საჯარო მოხელეებს  წარმატებები  უსურვა.