www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

2014-07-04
შპს „იმპექსი“-ს ახალი აფთიაქი ხობში

4 ივლისს ქ.ხობში  ცოტნე დადიანის ქუჩა №242-ში (ყოფილი უნივერმაღის) პირველ სართულზე გაიხსნა კიდევ ერთი სააფთიაქო ქსელის შპს „იმპექსი“-ს წარმომადგენლობა.

2014-07-04
ვაკანსია სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია \"კრისტალი\"-ის ხობის ფილიალში
სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალი"-ის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ცხადდება ვაკანსია უნივერსალური მოლარის    თანამდებობაზე  ხობის ფილიალში.
"კრისტალი" წარმოადგენს ადგილობრივ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, რომელიც მიკრო სესხების გაცემის გზით ხელს უწყობს მცირე ბიზნესის განვითარებას საქართველოში. "კრისტალი" ერთ-ერთი წარმატებული და განვითარებული მიკროსაფინანსო დაწესებულებაა ქვეყნის მასშტაბით, რომელიც ემსახურება 30 000 - ზე მეტ კლიენტურას და ოპერირებს საქართველოს 5 რეგიონში 23 ფილიალის მეშვეობით. 
სტაბილურ და მზარდ ხელფასთან ერთად ორგანიზაცია თავის თანამშრომლებს უზრუნველყოფს დამატებითი პრემიალური ანაზღაურებით, კარგი სამუშაო პირობებით, სხვადასხვა სასწავლო გასვლითი ტრენინგებით, ჯანმრთელობის დაზღვევით, კარიერული ზრდის პერსპექტივით და ა.შ.
 
ძირითადი მოვალეობები:
- კლიენტთა მომსახურება სასესხო, გზავნილების და კონვერტაციის ოპერაციების განხორციელებისას;
- სესხის გაცემა-დაფარვის წარმოება და აღრიცხვა;
- სალაროს ოპერაციების წარმოება და აღრიცხვა;
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი ეკონომიკური ან ფინანსური განათლება;
- სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე (სასურველია);
- კლიენტთა მომსახურების სათანადო უნარ-ჩვევები;
- პუნქტუალობა, აკურატულობა, მოწესრიგებულობა;
- კომუნიკაბელურობა, არაკონფლიქტურობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი დონე, ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
- ძირითადი კომპიუტერული პროგრამების (MS Office) კარგად ფლობა;
დაინტერესებულ პირებს 2014 წლის 6 ივლისის 17:00 საათამდე შეუძლიათ შეავსონ თანდართული სააპლიკაციო ფორმა და გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@crystal.ge (გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიცია და ადგილმდებარეობა, სადაც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება).
 
მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან გამოძახებული შემდგომ ეტაპზე.