www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

2014-07-03
„საქართველოს ბანკი“-ს ექსპრეს სერვის ცენტრი ხობში

1 ივლისს  ქ. ხობში ცოტნე დადიანის ქუჩა №180-ში „საქართველოს ბანკი“-ს №249-ე ექსპრეს სერვის ცენტრი გაიხსნა.  

2014-07-03
სპმთპ-ის ხობის რაიონული ორგანიზაციის საანგარიშო-საარჩევნო კონფერენცია
3 ივლისს  ხობის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დარბაზში  საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ხობის რაიონული ორგანიზაციის საანგარიშო-საარჩევნო კონფერეცია გაიმართა, რომელზეც რაიონული ორგანიზაციის თავჯდომარედ არჩეულ იქნა ლალი ჩიტაია.
კონფერენციამ აირჩია სპმთპ-ის VII ყრილობის დელეგატები: 
1.   ლალი ჩიტაია- ხობის რაიონული ორგანიზაციის თავჯდომარე, 
2. ლალი სერგია - საჯიჯაოს საჯარო სკოლის პედაგოგთა პროფესიული ორგანიზაციის თავჯდომარე.
 
2014-07-03
პრემიერა ქ. ხობის კულტურის სახლში
3 ივლისს ქ. ხობის კულტურის სახლის დიდ დარბაზში კულტურის ცენტრთან არსებულ ბავშვთა თეატრალურმა დასმა, მაყურებელს მორიგი პრემიერა შესთავაზა. სპექტაკლი გიორგი ნახუცრიშვილის „ნაცარქექია“, თეატრის სცენაზე მარინე ჯღარკავას რეჟისორობით სამ მოქმედებად დაიდგა. 
პრემიერაში მონაწილეობდნენ: ლუკა სიჭინავა (ნაცარქექია), ირაკლი არცაია, ლიკა გვასალია, მარიამ ჯიქია, ცოტნე ვადაქარია, ლუკა ლოლუა, მერაბ ხასია, ილონა ცაგურია, გიორგი მირცხულავა, გიორგი არჩაია, დათო აკობია, მათე ცხადაია, გოცა სიწინავა,ინგა სიორდია, მათე ცხადაია, ირაკლი ჯგერენაია, მათე ცხადაია, ნიკა ჯგერენაია, ეთუნა ტიბუა. პრემიერაზე მუშაობდნენ; ემილ გეგენავა - მხატვარი, იზოლდა ცირდავა - ტექნიკური რეჟისორი, ქორეოგრაფები - კობა გერგაია და ფიქრია თოდუა, ფრიდონ ტყებუჩავა - სცენის ტექ. უზრუნველყოფა, ვანია შეროზია - ელექტრო ინჟინერი და ხმის ოპერატორები: ცირა ხურცია და ბესო გაბრავა. 
პრემიერა ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს ფინანსური მხარდაჭერით შედგა.