www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

2013-08-29
მარიამობის საზეიმო წირვა-ლოცვა ხობის მონასტერში

  28 აგვისტოს მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ხობის  ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა საზეიმო წირვა-ლოცვა აღავლინა. მეუფის კურთხევით  ფოთის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრიდან ჩამობრძანებულ იქნა წმინდა პანტელეიმონისა და სხვა წმინდანთა წმინდა ნაწილები. მორწმუნეებს  საშუალება ჰქონდათ მიახლებოდნენ, თაყვანი ეცათ და ელოცათ სიწმინდეების წინაშე, საზეიმო წირვა-ლოცვას მრევლთან ერთად ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და საქართველოს პარლამენტის წევრი გიგა ბუკია.

2013-08-29
პირველი მაისის ტაძარში სიწმინდეები დააბრძანეს

28 აგვისტოს, ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე,  პირველი მაისის ყოვლადწმიდის ქალწულ მარიამის ტაძრად მიყვანების, წმიდისა დიდისა მოწამისა გიორგისა და წმიდისა მღვდელმთავრისა და საკვირველთმოქმედისა ნიკოლოზის საეკლესიო კომპლექსში, საქართველოს პარლამენტის წევრის, ხობის მაჟორიტარი დეპუტატის  გოდერძი ბუკიას ინიციატივითა და უშუალო მონაწილეობით, კიევ-პეჩორის ლავრიდან   ჩამობრძანებულ იქნა 83 დასახელების წმინდანთა წმინდა ნაწილები,  სიწმინდეების ჩამობრძანებასთან დაკავშირებით საზეიმო ლოცვა ტაძარში  ფოთისა და  ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა აღავლინა. წირვის დასრულების შემდეგ მრევლს საშუალება მიეცა მიახლოებოდა წმინდანთა ნაწილებს და ელოცათ მათ წინაშე.
სიწმინდეები კიევ-პეჩორის ლავრიდან საჩუქრად პირველი მაისის სამონასტრო კომპლექსს გადაეცა.