www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

2013-08-07
მზადება „ცოტნეობის“ დღესასწაულისათვის

    12 აგვისტოს ქ. ხობში ტარდება ტრადიციული საეკლესიო-საერო დღესასწაული „ცოტნეობა“. ხობის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში  9:00 საათზე წირვას აღავლენს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი, ასევე სხვადასხვა სახალისო პროგრამა იქნება  წარმოდგენილი ხობის კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე 14:00 – 16:00 საათზე: ხალხური ყოფის ამსახველი ფრაგმენტების ჩვენება, ქართული პოეზიისა და ზეპირსიტყვიერების ნიმუშების წარმოდგენა, ეთნოგრაფიული მასალების, ხალხური ყოფისა და რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა, სპორტული თამაშობანი (ქართული ჭიდაობა, მკლავჭიდი, ჭადრაკი, ნარდი, მაგიდის ჩოგბურთი) და ბოლოს, 16:00 საათზე თვითმოქმედი კოლექტივების მონაწილეობით გაიმართება კონცერტი. 

2013-08-07
ანსამბლი „ნეკრესი“ ხობის მუნიციპალიტეტში

    9 აგვისტოს  17:00 საათზე  ნეკრესისა და ჰერეთის მიტროპოლიტ მეუფე სერგისა და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ მეუფე გრიგოლის ლოცვა-კურთხევით,  ქართული საეკლესიო საგალობლების, ხალხური სიმღერებისა და ცეკვების ანსამბლი „ნეკრესი“ ხობის მუნიციპალიტეტს ესტუმრება. კულტურის სახლში საზოგადოებას ელის  ლამაზი და საინტერესო ფოლკლორული საღამო.

2013-08-07
სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურს ახალი სახანძრო მანქანა გადაეცა

 ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის საქმიანობის ეფექტურობის გაზრდისათვის  შეძენილ იქნა სპეცტექნიკა - ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება ( სახანძრო ავტომანქანა КАМАЗ-АС8).

     ახალი სპეცტექნიკის საშუალებით ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა, შესაბამისი სამსახურის მეშვეობით, საჭიროების შემთხვევაში ეფექტურად შეძლებს სახანძრო დაცვის და სამაშველო საქმიანობის განხორციელებას, მოსახლეობა უზრუნველყოფილი იქნება შემთხვევების დროს მიიღოს ხარისხიანი მომსახურება. მუნიციპალიტეტს ასევე ექნება საშუალება საჭიროების შემთხვევაში დახმარება გაუწიოს მეზობელ მუნიციპალიტეტებს.

       ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი კახაბერ ბენიძე ახალ შეძენილი სახანძრო მანქანის   გაცნობისა  და  ათვისების პროცესს დაესწრო.  ტექნიკის შესაძენად გამოიყო 212989 ლარი და  მოწოდებულ იქნა  ტენდერში გამარჯვებული შპს „ბიზნეს ჯგუფი 2010“ -ის მიერ..