www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

2013-04-24
წითელას ვირუსთან დაკავშირებული იმუნიზაციის კვირეული

    ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წითელას მასიური გავრცელების პრევენციის მიზნით  31 მაისის ჩათვლით,  სამედიცინო დაწესებულების მედპერსონალი და სოფლის ამბულატორიის ექიმები ჩაატარებენ იმუნიზაცია ვაქცინაციას წითელას საწინააღმდეგოდ.  იმუნიზაციის კვირეულის ფარგლებში აიცრებიან 7 წლამდე ასაკის ბავშვები. კვირეულის სლოგანია „აიცერი და დაიცავი“. აღნიშნული ვაქცინაციის დროულად ჩატარების შემთხვევაში მცირდება არასასურველი მოვლენების განვითარების რისკი წითელას ვირუსთან დაკავშირებით.  იმუნიზაციის მიზანია ადამიანების დაცვა „მართვადი“ ინფექციებისაგან.

2013-04-24
ღია ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში

 

24 აპრილს ქ. ფოთში ჩატარდა ღია ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 2000-2002 წლებში დაბადებულ მოსწავლეთა შორის, სადაც მიწვეული იყვნენ ხობის, სენაკის, მარტვილის, ქუთაისის, აბაშის, ჩხოროწყუს და ფოთის ნაკრები გუნდები. ტურნირში სულ ასპარეზობდა 106 სპორტსმენი, რომელთა შორის ხობის მუნიციპალიტეტის სახელით მონაწილეობდა ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“ სასპორტო სკოლის ნაკრები გუნდი.
    ტურნირი წარმატებული აღმოჩნდა ხობელებისთვის.
        ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ: ილია ვეკუა (60 კგ წონითი კატეგორია), თემურ გოგოხია (46 კგ) და გიორგი ჭანტურია (29 კგ).
       II   საპრიზო ადგილები დაიკავეს დავით გვასალიამ (26 კგ წონითი კატეგორია), გოგა გაბისონიამ (29 კგ) და გუგა ჯორჯიკიამ (42 კგ).
       III   ადგილზე გავიდნენ მალხაზ წოწერია ( 32 კგ წონით კატეგორია), დავით კორტავა და სემბე ხუნჯუა (29 კგ).
    ტურნირის ორგანიზატორებმა გამარჯვებულები დააჯილდოვეს დიპლომებით.