www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

2013-04-18
”საქართველოს ველოტურის ფარგლებში“ ჯუმბერ ლეჟავა ხობს სტუმრობდა

საქართველოს ველოტურის ფარგლებში მსოფლიო ველომოგზაური, გინესის მრავალგზის რეკორდსმენი, მსოფლიო მოქალაქე და სპორტსმენი, გაეროს ბუნების დაცვის ელჩი, იუნესკოს მსოფლიო დესპანი, სპორტის დამსახურებული მუშაკი ჯუმბერ ლეჟავა ქართული ველოტურის მარშრუტის ფარგლებში დღეს ხობს სტუმრობდა.

    მსოფლიო ველომოგზაურს, 18 აპრილს ხობში მუნიციპალიტეტის გამგებელი  კახაბერ ბენიძე, გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია, გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ფერიდე გოგია და გამგეობის წარმომადგენლები ადგილობრივ მოსახლეობათან ერთად  შეხვდნენ. შეხვედრა ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში გაიმართა და  საინტერესო ატმოსფეროში ჩაიარა, სპორტსმენმა დამსწრეებს მისი ახალი ტურის შესახებ ინფორმაცია გააცნო. 
   ველოტურის მიზანი მასშტაბური და მრავალმხრივია, რომელთა შორისმნიშვნელოვანი ადგილი უკავია ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას, ხალხთა შორის მეგობრობის განმტკიცებას, ქართული ტრადიციებისა და კულტურის პროპაგანდას, ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან კავშირურთიერთობების გაღრმავებას, კომპანიების რეკლამირებას, ტურისტების, ინვესტორებისა და ბიზნესპარტნიორების მოზიდვას და სხვა.
     74 წლის სპორტსმენი საქართველოს ველოტურის ფარგლების დასრულების შემდგომ უკვე მე-7 ველოტურისთვის, „ჯუმბერ ლეჟავა – ევრაზია“-სთვის ემზადება.
 

2013-04-18
ხობის „კოლხეთის`` წარმატებები

 18 აპრილს 16:00 საათზე ქობულეთის "ჩელე" არენაზე გაიმართა საქართველოს XXIV ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩი, სადაც ქობულეთის "შუქურამ" ხობის "კოლხეთს" უმასპინძლა.  თამაში დაძაბულად წარიმართა, მეორე ტაიმის დასაწყისში გოლი გაიტანა „კოლხეთის“ ფეხბურთელმა ბაკურ ბუკიამ, რომელიც ერთადერთი აღმოჩნდა მატჩში. ხობის „კოლხეთმა“ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.

   აღსანიშნავია, რომ მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი შემოგვთავაზა  ტელეკომპანია "აჭარამ.“