www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

2013-04-17
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ხობში (VIDEO)

დღეს 17 აპრილს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე და შპს ,, მექანიზატორის``  დირექტორი ვაჟა ნახუცრიშვილი ხობის მუნიციპალიტეტს ესტუმრნენ. მინისტრი ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა ქარდავასთან, გამგებელ კახაბერ ბენიძესა და გამგებლის მოადგილე როსტომ კილასონიასთან ერთად  ნოჯიხევის თემში სოფლის მოსახლეობას შეხვდა და მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე ხვნის პროცესს დაესწრო, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები  დაათვალიერა და იქ არსებულ მდგომარეობას გაეცნო.

     სოფლის მოსახლეობა დადებითად აფასებს საქართველოს მთავრობის საგაზაფხულო პროგრამას და კმაყოფილებით აღნიშნავს, რომ მიწის დამუშავება თანამედროვე ტექნიკით სრულფასოვნად ხორციელდება.

2013-04-17
რეგიონალური ტურნირის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 

17 აპრილს ქ. ხობის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში დასრულდა  სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის აბსოლუტური ჩემპიონატი ჭადრაკში. ჩემპიონატში მონაწილეობდნენ მოყვარული და პროფესიონალი მოჭადრაკეები. ტურნირის ორგანიზატორი იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის ჭადრაკის რეგიონალური ფედერაცია, ხოლო ფინანსური მხარდამჭერი - ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა. ტურნირის დირექტორი ხობელი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი და ეროვნული კატეგორიის არბიტრი ირაკლი გეთია იყო, ხოლო  ტურნირის მთავარი მსაჯი კი,  საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი, რეგიონის ჭადრაკის ფედერაციის გენერალური მდივანი, ფოთის  ნ. ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო სკოლის დირექტორი დავით კოდუა.  ხუთდღიანი დაძაბული ორთაბრძოლის შემდეგ გამოვლინდნენ პრიზიორები და გამარჯვებულები.
                I ადგილი - გიორგი გამზარდია (ფოთი)
                II  ადგილი - დიმიტრი კვარაცხელია (ზუგდიდი)
                III ადგილი - გოჩა ჩაჩუა (ფოთი)
     ქალთა შორის  პირველი ადგილი დაისაკუთრა ადა ქაქუთიამ (ფოთი).
    12  წლის მოჭადრაკეთა შორის პირველ ადგილზე  გავიდა ლუკა შამუგია (ხობი).
    10  წლის მოჭადრაკეთა შორის შორის პირველი ადგილი დაიკავა  ალიკა ქარაიამ (ფოთი).
    8  წლის მოჭადრაკეთა შორის ჩემპიონი  გახდა  თეიმურაზ კვიკვინია (ხობი).
    ვეტერანთა შორის გამარჯვებულად დასახელდა ხობელი ბადრი ლომაია.
   ამავე ტურნირზე,  რეგიონის 2012 წლის  საუკეთესო მოჭადრაკედ დასახელდა დიანა ლომაია, ხოლო საუკეთესო მწვრთნელად - მამუკა გეთია, რომლებიც სპეციალური პრიზებით დააჯილდოვა ორგანიზაცია „პრაიმბეტონის“ წარმომადგენელმა თემურ ნადარაიამ.
    ჩემპიონატის დასასრულს გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ  დიპლომებით, თასებით და ფულადი პრიზებით.  დაჯილდოვებაში  მონაწილეობდნენ  ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია, გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ფერიდე გოგია, სამეგრელო-ზემო სვანეთის ჭადრაკის რეგიონალური ფედერაციის პრეზიდენტი გერმანე სალია  და   ტურნირის  მსაჯი დავით კოდუა.
    ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა ულოცავს ტურნირში გამარჯვებულებს და წარმატებებს უსურვებს  თითოეულ მონაწილეს.