www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

2013-04-16
ასოციაცია „გაენათი“ ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში

 

    16 აპრილს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში არასამთავრობო  ქალთა ასოციაცია „გაენათის“ წარმომადგენლები ეკატერინე კვირკველია, ნეკა კობახიძე და შვედი სოფია სტრაივი, შეხვდნენ აქტიურ ქალბატონებს: არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, ადგილობრივი მედიის ჟურნალისტებს, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლებს, იურიდიული პირების წარმომადგენლებს და პოლიტიკური პარტიის წევრებს. შეხვედრის  მიზანი იყო  ქალთა პოლიტიკური ჩართულობის გაზრდა სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში. დღევანდელ შეხვედრას გაცნობითი ხასიათი ჰქონდა. ასოციაცია „გაენათის“ წარმომადგენელმა ნეკა კობახიძემ დამსწრე საზოგადოებას გააცნო „გაენათის“ მიერ განხორციელებული და განსახორციელებელი პროექტები. პოლემიკაში  აქტიურად ჩაერთვნენ გენდერული თანასწორობის საკითხებში ტრენინგის მონაწილეები.

    შეხვედრაზე ასოციაცია გაენათის სტაჟიორმა შვედმა სოფია სტრაივმა საკუთარი ქვეყნის მაგალითზე ისაუბრა ქალთა ჩართულობაზე პოლიტიკურ ცხოვრებაში, დაინტერესდა ქალთა პოლიტიკური შეხედულებების სხვაობით  შვედ და ქართველ ხალხს  შორის. შეხვედრაზე  მთავარ თემად გამოიკვეთა გენდერული თანასწორობა და ქალთა მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რაზედაც საინტერესო დისკუსია გაიმართა. მსგავსი შეხვედრების გამართვას და ჩართულობის არეალის გაფართოებას  ასოციაცია „გაენათის“ წარმომადგენლები სხვა მუნიციპალიტეტებშიც გეგმავენ.

 

2013-04-16
გამგებელი კორპუსში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა

 

     16  აპრილს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში,  ქ.ხობის  ცოტნე დადიანის ქუჩაზე განთავსებულ მრავალბინიან კორპუსებში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდნენ ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი კახაბერ ბენიძე, მოადგილეები ბადრი ჯობავა, მახარე ჩოკორაია და როსტომ კილასონია. შეხვედრაზე  ისაუბრეს,  როგორც  კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე განსახორციელებელი, ასევე ქალაქის ტერიტორიაზე დაგეგმილი სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ. განიხილეს პრობლემატური საკითხები.  დამსწრე საზოგადოებამ  მათთვის საინტერესო კითხვებზე  ამომწურავი პასუხები მიიღო. ინფრასტრუქტურული პროექტი  განხორციელდება  მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით.