www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

2013-04-15
სამელიორაციო სამუშაოები ხობში დაიწყო

ხობის მუნიციპალიტეტში სადრენაჟე და სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაციის პროექტის განხორციელება  დაიწყო, ამჯერად სამუშაოები ქვემო ქვალონის თემში მიმდინარეობს. სამუშაოებს ასრულებს შპს „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის, დასავლეთ საქართველოს საექსპლუატაციო, სარეკონსტრუქციო - სარეაბილიტაციო სამუშაოების სამმართველო“  სახელმწიფო  დაფინანსებით. ქვემო ქვალონში გაიწმინდება და გაითხრება  პირველი და მეორე  კოლექტორი (წყლის მთავარი ცენტრალური არხები, რომლის სიგრძე დაახლოებით 21 კმ)  და კვალთაშორის („ორნატი“- სიგრძე 96 კმ) არხები.                                                        

      დღეს 15 აპრილს  ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გამგებელმა კახაბერ ბენიძემ და გამგებლის მოადგილემ როსტომ კილასონიამ  დაათვალიერეს მიმდინარე სამელიორაციო სამუშაოები, სადაც ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული. 5 მაისამდე ელოდებიან ხობის მუნიციპალიტეტში ახალი ტექნიკის შემოყვანას სამელიორაციო სამუშაოების შესასრულებლად. შემდეგი სამუშაოები იგეგმება პირველი მაისის, შუა ქვალონის, ახალი სოფლის თემებსა და სოფელ საგვიჩიოში.
 

2013-04-15
სიყვარულის დღე ხობის „სათნოების სახლში“

15 აპრილს სიყვარულის დღესთან დაკავშირებით   ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლში“ ღონისძიება ჩატარდა, სადაც მონაწილეობდნენ „სათნოების სახლის“ ადმინისტრაციის წევრები და  ბენეფიციარები. კონცერტში მონაწილეებმა შეასრულეს საესტრადო სიმღერები, ტრადიციული ცეკვები და წაიკითხეს  ლექსები სიყვარულზე. 

    ღონისძიებას ბენეფიციარებთან ერთად მოქალაქეები და ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლები ესწრებოდნენ. კონცერტის დასასრულს „სათნოების სახლის“ დირექტორმა ირმა გაბუნიამ,  უანგაროდ გაწეული  მუსიკალური გაფორმებისათვის მადლობა გადაუხადა თეა ბაჩილავას და მონაწილე ბენეფიციარებს სამახსოვროდ ხატები გადასცა.