www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

2013-04-14
ვახტანგ ყოლბაია ხობში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა

        აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია სამეგრელოში იმყოფება და აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს.

        დღეს 14 აპრილს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ხობში საცურაო კომპლექსში და კოლხეთის მეურნეობაში კომპაქტურად  ჩასახლებულ დევნილებს შეხვდა და ჩასახლებებში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.  შეხვედრის შემდეგ, ვახტანგ ყოლბაია ხობის საცურაო კომპლექსის შენობას სტუმრობდა, სადაც დევნილებმა საკანალიზაციო მილების რესტავრირებისა და საცხოვრებელი ფართის დაკანონების თხოვნით მიმართეს. დევნილების უმეტესობას სახნავი მიწის ფართობის არქონისა  და ინფრასტრუქტურული პრობლემები აწუხებთ.

     ვახტანგ ყოლბაია დევნილებთან პირობას დებს, რომ მათ პრობლემებს უცხოელი დონორების დახმარებითა და ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ხელისუფლებასთან მოლაპარაკების შემდეგ  მათთან ერთად მოაგვარებს. დევნილებთან შეხვედრაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა: ,,მინდა დევნილ მოსახლეობას ბოდიში მოვუხადო იმის გამო, რომ აქ დიდი ხანია არ ვყოფილვარ. მე ადგილზე გავეცანი მათ მდგომარეობას და მინდა გითხრათ, რომ საქმე წინ დიდად არ წაწეულა. მიუხედავად ამისა, ის პრობლემები, რაც მათ გააჩნიათ არის აბსოლუტურად მოგვარებადი. ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მათი სოციალური პირობები და საერთო მდგომარეობა საგრძნობლად იქნეს გაუმჯობესებული. ჩვენ ყველა რესურსს გამოვიყენებთ დევნილების დასახმარებლად.”