www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

2013-04-13
საჭადრაკო ტურნირი ხობში

 დღეს, 13 აპრილს 13:00 საათზე ხობის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში სტარტი აიღო სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის აბსოლუტურმა ჩემპიონატმა ჭადრაკში, რომელიც 17 აპრილს დასრულდება.

            შეჯიბრებაში  მონაწილეობენ  ხობის, ფოთის, ზუგდიდის, სენაკის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის  მოჭადრაკეთა ნაკრები გუნდები.  შეჯიბრებას საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრნენ ჭადრაკის ფედერაციის წარმომადგენლები  გენადი ჯუმბეიკაშვილი და თეიმურაზ მეტრეველი. ხობის მუნიციპალიტეტი ამ სახის ღონისძიებას ზედიზედ მეორედ მასპინძლობს.

            2013 წლიდან ტურნირი მსოფლიო ჭადრაკის ფედერაციის  ჩათვლაში შედის, მისი ჩვენება ინტერნეტის საშუალებით პირდაპირ (online) რეჟიმში მიმდინარეობს. ტურნირში მონაწილეობს 50-ზე მეტი  მოჭადრაკე, აქედან თითქმის ნახევარს  საერთაშორისო რეიტინგი გააჩნია.

          ტურნირის გახსნამდე მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა  კახაბერ ბენიძემ, სამეგრელო-ზემო სვანეთის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა  გერმანე სალიამ და ტურნირის მთავარმა მსაჯმა  დავით კოდუამ, რომლებმაც  მონაწილეებს  წარმატებები უსურვეს.

 

2013-04-13
ინტელექტუალური თამაში „ რა? სად? როდის? “ ხობში ჩატარდა

 

      ინტელექტუალური  თამაში „რა?სად?როდის?“  13 აპრილს ხობის მუნიციპალიტეტის 24 სკოლას შორის გაიმართა. შეჯიბრში მონაწილეობა მე-VIII - XII კლასების მოსწავლეებმა მიიღეს.  ადგილობრივ შეჯიბრში ფინალში გავიდნენ ქარიატისა და ხობის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები, სადაც პირველი ადგილი დაიკავეს ხობის N2  საჯარო სკოლის მოსწავლეებმა.  ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში ჩატარდა. იგი წელს უკვე მეორედ გაიმართა და მონაწილეობის მისაღებად 1400 სკოლა დარეგისტრირდა, რამაც რიცხობრივად გაზარდა მოსწავლეთა რაოდენობა და 11 ათასს გადააჭარბა. 
    „რა?სად?როდის?“ – შეჯიბრის  ფინალური ეტაპი თბილისში მაისში გაიმართება. ღონისძიების ძირითადი მხარდამჭერები არიან სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა  და  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროები.  შეჯიბრის მიზანი ახალგაზრდებს შორის ინტელექტუალური დონის ამაღლება და მათი ნიჭიერების რეგიონალურ დონეზე გამოვლენაა. დღევანდელ შეჯიბრში მოზარდებს სულ 24 კითხვაზე უწევდათ პასუხის გაცემა. თამაში ორ ეტაპად დაიყო. ჟიურის წევრები იყვნენ კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ფერიდე გოგია, კულტურის ცენტრის დირექტორი ბეჯან ნადარაია და წამყვანი სპეციალისტი ახალგაზრდულ საკითხებში ლევან ღვინჯილია.
    ინტელექტუალურ თამაშს ბევრი გულშემატკივარი ესწრებოდა, მათ შორის ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი კახაბერ ბენიძე, გამგებლის მოადგილეები მახარე  ჩოკორაია და  როსტომ კილასონია.