www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

2013-04-12
ვებ-გვერდების გამჭვირვალობის მონიტორინგის შედეგები

 

     12 აპრილს, 13:00  საათზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის შეხვედრების დარბაზში, „საერთაშორისო გამჭვირვალობა -  საქართველომ“ მუნიციპალიტეტების  ვებ-გვერდების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია გამართა.  
    „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ციფრულმა ანალიტიკოსმა დერეკ დოლერმა ადგილობრივი თვითმმართველობების  წარმომადგენლებს,  ადმინისტრაციული ორგანოების ვებ-გვერდების ეფექტურ მართვასთან დაკავშირებით,  საერთაშორისო სტანდარტები და კონკრეტული რეკომენდაციები  გააცნო.
     ელექტრონული მმართველობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპია დემოკრატიული საზოგადოებისთვის, რაც თავისთავად ზრდის საჯარო დაწესებულებათა საქმიანობის გამჭვირვალობას და ხელს უწყობს მოქალაქეთა თანამონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საქმიანობაში. მონიტორინგის მიხედვით ყველაზე გამჭვირვალე ადმინისტრაციულ ვებ-გვერდად დასახელდა ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის  და  ხობისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების საკრებულოს ვებ-გვერდები.
 
         
 
2013-04-12
ნორჩი პოეტის ლექსების პრეზენტაცია

დღეს, 12  აპრილს  მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში ნორჩი შემოქმედის მერაბ ქვარცხავას ლექსების პრეზენტაცია  „მე ვკითხულობ საკუთარ ლექსებს“ გაიმართა. ნორჩ ჟურნალისტთა წრის წევრებმა მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, რამაც მაყურებლის მოწონება  დაიმსახურა. ხობის მუნიციპალიტის გამგეობა წარმატებებს უსურვებს ნორჩ პოეტს  შემოქმედებით ასპარეზზე.