www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

2013-04-10
სკოლამდელ სააღმზრდელო გაერთიანებას ახალი ჯგუფები დაემატა

 

       პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს „საერთაშორისო დახმარების 2012 წლის პროგრამის ფარგლებში“, ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით საჯიჯაოს საბავშვო ბაღსა და ხეთის N 1 საბავშვო ბაგა-ბაღში გაიხსნა ორი ეგრეთწოდებული „პოლონური ჯგუფი“.
    მიმდინარე წლისთვის, ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანებაში შემავალ საჯიჯაოს საბავშვო ბაღში უმცროს  3-4 წლიანთა  ჯგუფში  23 აღსაზრდელი ირიცხება, მათ შორის 7 სოციალურად დაუცველი  და 2 მრავალშვილიანთა ოჯახიდანაა. აღმზრდელ მასწავლებლად ლამზირა პერტახია-ლომაია ხოლო აღმზრდელის თანაშემწედ ანა  ზედელაშვილი დაინიშნენ.
   ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით გახსნილმა „პოლონურმა ჯგუფმა“ ხეთის თემში 1 საბავშვო ბაგა-ბაღშიც განაახლა ფუნქციონირება.
     ხობის მუნიციპალიტეტში არსებული რამოდენიმე საბავშვო ბაღი და მათ შორის ზემოთ ხსენიებული ბაღები მოინახულეს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა ქარდავამ, გამგებელმა კახაბერ ბენიძემ და  ა(ა)იპ  „ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საამღზრდელო გაერთიანების“  ხელმძღვანელმა ელისო კვიკვინიამ.
 

2013-04-10
წყლის გამრიცხველიანება ხობში

 

      ხობის  მუნიციპალიტეტში წყლის სისტემის   გამრიცხველიანება დაიწყო. სამუშაოებს ახორციელებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია  შპს  „მეოხი“ და გათვალისწინებულია აბონენტებისთვის ინდივიდუალური მრიცხველის დაყენება.  ნოჯიხევისა და ბიის თემებში უკვე დასრულებულია  შესაბამისი სამუშაოები, ამ ეტაპზე გამრიცხველიანება  ქ. ხობის  უბნებსა და  სოფელ პირველ ხორგაში მიმდინარეობს. 
      მრიცხველის მონტაჟის საფასურის გადახდა პირველი ექვსი თვის განმავლობაში მომხმარებელს არ მოუწევს, ხოლო შემდგომში, აღრიცხვის კვანძის მოწყობის   საფასურის დაფარვა,  დახარჯული თანხის დამატებით 2 წლის  გადახდით იქნება შესაძლებელი.