www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

2013-04-08
საგაზაფხულო სამუშაოები დაიწყო

 

      ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგაზაფხულო  სამუშაოები  დაიწყო, რაც მიმდინარე ეტაპისთვის სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ხვნა-თესვის სამუშაოებს მოიცავს. სოფლის მეურნეობის მხარდაჭერისა და განვითარების პროგრამის ფარგლებში მიწის  8 356   მესაკუთრემ სახელმწიფო დახმარება მიიღო. გლეხებს და ფერმერებს  სპეციალური ვაუჩერები გადაეცათ, რომელიც მიწის ფართობის მიხედვით ერთ ჰექტარზე 100-დან  640 ლარის ღირებულების ფარგლებში  სასოფლო-სამეურნეო ტიპის დახმარებას ითვალისწინებს. ადგილობრივი მკვიდრების განცხადებით სოფლის მეურნეობის  მხარდაჭერის პროგრამა მოსახლეობისთვის დროული დახმარებაა.
     ამ ეტაპზე ხობის მუნიციპალიტეტში რიცხული  ადგილობრივი ტრაქტორებიან 35 გასულია საყანე მიწების მოსახნავად, ხოლო  დამხმარე 15-მდე   ტრაქტორი შემოყვანილია  აბაშის მუნიციპალიტეტიდან  „შპს“  მექანიზატორის მიერ. სამუშაო ადგილებზე  იმყოფებოდნენ  ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა ქარდავა, გამგებელი კახაბერ ბენიძე, მოადგილეები მახარე ჩოკორაია და როსტომ კილასონია.