www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

2013-04-02
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის ვიზიტი

  დღეს, 2 აპრილს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონფერენციო დარბაზში, რეგიონული განვითარებისა და  ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის რწმუნებულებს და საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვდა, გააცნო დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების სტრატეგიის ძირითადი პრინციპები და აღნიშნული სტრატეგიის მიმართულებები მათთან ერთად განიხილა, დამსწრეთა შორის იყვნენ  ხობის მუნიციპალიტეტის  გამგებელი კახაბერ ბენიძე და  საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა ქარდავა.

     რეფორმის შედეგად, ჩამოყალიბდება ორდონიანი - მუნიციპალური და რეგიონული თვითმმართველობა, რაც მოსახლეობას საკუთარ თვითმმართველობებთან დააახლოებს და გაზრდის მათი ჩართულობის დონეს საკუთარი ქალაქისა თუ მუნიციპალიტეტის საჭიროებების გადაწყვეტის პროცესში. გარდა ამისა, 3 500 სოფელში შეიქმნება საზოგადოებრივი თვითმმართველობის საბჭოები. მნიშვნელოვანი სიახლე იქნება ისიც, რომ რეფორმის შედეგად, გაიზრდება თვითმმართველობის საბჭოები. მნიშვნელოვანი სიახლე იქნება ისიც, რომ რეფორმის შედეგად, გაიზრდება თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა, ხოლო სოფლებისაგან ჩამოყალიბდება თემები, რომლის ბაზაზეც მოხდება მუნიციპალიტეტების ფორმირება, მუნიციპალიტეტებისა და ქალაქების მმართველი რგოლები არჩევითი იქნება. ასევე დაინერგება სამხარეო თვითმმართველობის ძირითადი ელემენტები, რაც გულისხმობს მხარეების დონეზე წარმომადგენლობითი ორგანოს შექმნას, ცალკეული ექსკლუზიური უფლებამოსილებების მინიჭებას და დამოუკიდებელ ბიუჯეტს. ყველა მუნიციპალურ თვითმმართველ ერთეულს და მხარეს ექნებასაკუთარი დამოუკიდებელი ბიუჯეტი, ხოლო საგადასახადო შემოსავლების გამიჯვნისას კანონმდებლობით გათვალისწინებული იქნება ადგილობრივი , ზიარი და საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადები. 2015 წლიდან ეტაპობრივად გაიზრდება ადგილობრივი და სამხარეო ბიუჯეტების წილი და 2017 წლისთვის მთლიანი საჯარო ფინანსების არანაკლებ 33%-ს შეადგენს,

     საქართველოს მთავრობა, საქართველოს პარლამენტთან ერთად, 2013 წელს განახორციელებს ძირითად საკანონმდებლო ცვლილებებს. 2013-2014 წლებში გატარდება სხვადასხვა სამართლებრივი, ტექნიკური და ორგანიზაციული ღონისძიებები, რათა 2014 წელს დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნებისთვის უზრუნველყოფილი იქნეს დეცენტრალიზაციის მიმართულებით რეფორმების და არსებითად ახალი სისტემის ფორმირების მნიშვნელოვანი ეტაპი.

     2014 წლის ადგილობრივი არჩევნების შემდგომ ეტაპზე განხორციელდება ახლადჩამოყალიბებული სისტემის შემდგომი სრულყოფა ინსტიტუციური, საფინანსო-ეკონომიური, მართვის ეფექტიანობისა და დემოკრატიულობის კუთხით. თვითმმართველობის კონცეფციის განხილვა რეგიონებში დღეს დაიწყო და საქართველოს ყველა რეგიონში განხორციელდება, რათა რეფორმის ძირითადი პრინციპები და მიმართულებები თითოეულ მოქალაქემდე სწორად და გასაგებად იქნას მიტანილი.

 

            
2013-04-02
სოფლის მხარდაჭერის პროგრამასთან დაკავშირებული შეხვედრები დასრულდა

  2 აპრილს ხობის მუნიციპალიტეტში დასრულდა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამასთან“ დაკავშირებული შეხვედრები. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხობის მუნიციპალიტეტში არსებული ყველა სოფელი მოინახულეს და ადგილზე გაეცნენ მათ პრობლემებს.

    1 და 2 აპრილს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა ქარდავა, გამგებელი კახაბერ ბენიძე, მოადგილეები ბადრი ჯობავა, მახარე ჩოკორაია, როსტომ კილასონია და გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის  უფროსი ავთანდილ  სართანია  საჯიჯაოს, ბიის, და ზემო ქვალონის თემის მოსახლეობას შეხვდნენ. მოსახლეობამ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადეს უშუალო ურთიერთობებისთვის.

        მოსახლეობისთვის ძირითად პრიორიტეტებად დასახელდა: საჯიჯაოში - კულტურის სახლის გადახურვა, ეკლესიის  ტერიტორიისა და საყანე მიწების შემოღობვა, საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია და სასმელი წყლის პრობლემების მოგვარება. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში საჯიჯაოს თემს გამოეყო 78 041 ლარი, ბიის თემს - 25 271 ლარი, ზემო ქვალონის თემს - 26 775 ლარი. სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ხობის მუნიციპალიტეტში წარმატებით ჩატარდა. სამუშაოების შესწავლას სპეციალური ინსპექტირების ჯგუფი განახორციელებს. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ მიზნად ისახავს სოფლად პირველი რიგის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტას. შეხვედრას ესწრებოდა ესპანური საერთაშორისო ფონდი „მოძრაობა შიმშილის წინააგმდეგის“ ფასილიტატორი  ტატო თოდუა. ფონდი თანამშრომლობს საქართველოს ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან.