www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

2013-04-01
„ტყის მდგრადი მართვის“ ტრენინგი ხობში

 

  1 აპრილს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში ღია გარემოს დაცვითი სამოქალაქო ინიციატივის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის კოორდინატორი მაია კოდუა ხობის მუნიციპალიტეტის რწმუნებულებს შეხვდა და ტრენინგი ჩაატარა. ტრენინგი მიზნად ისახავდა სატყეო სექტორში მიმდინარე რეფორმებზე ყველა დაინტერესებულ მხარისთვის ინფორმაციის მიწოდებას, კონსულტაციების განხორციელებას, ადგილობრივი პრობლემებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე  ერთიანი სურათის შექმნას, რაც მომავალში გამოყენებული იქნება გადაწყვეტილების მიღების პროცესში ცენტრალურ თუ ადგილობრივ დონეზე. ტრენინგს ესწრებოდა ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია.

   კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის - CENN-ის მუშაობა საქართველოს გარემოს დაცვის, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებთან და ღია გარემოსდაცვით სამოქალაქო ინიციატივასთან (OECI) ერთად დაიწყო რეგიონებში და მათ შორის ხობში, და სატყეო სექტორში მიმდინარე რეფორმებზე საზოგადოების ინფორმირებას და ადგილობრივი პროლემატიკის საჭიროებების შეფასების პროგრამას უზრუნველყოფს ტყის მართვის დარგში.

    პროგრამა განხორციელდება საქართველოს შვიდ რეგიონში, მოიცავს 2 400-მდე სოფელს და 43 მუნიციპალიტეტს/თვითმმართველ ქალაქს. ინიციატივა ხორციელდება ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) ფინანსური მხარდაჭერით „ტყის მდგრადი მართვა საქართველოში“ პროექტის ფარგლებში.