www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-

ზოგადი ინფორმაცია: სიმბოლიკის ისტორია

 

 „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით თვითმმართველი ერთეულებისთვის დაიშვა შესაძლებლობა საკუთარი სიმბოლოების (გერბი, დროშა და სხვა სიმბოლოები) შემოღებისა, რის საფუძველზეც ხობის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების შესამუშავებლად 2008 წელს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შეიქმნა საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფი და მოძიებულ იქნა სხვადასხვა ისტორიული მასალები, რომელთა გამოყენება შესაძლებელი იქნებოდა მუნიციპალიტეტის სიმბოლოების შექმნის დროს.

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონში 2010 წელს განხორციელებული ცვლილებებით თვითმმართველი ერთეულებისთვის დადგინდა გერბის და დროშის შემოღების აუცილებლობა.

საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან კონსულტაციების საფუძველზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის გერბზე და დროშაზე მარიამ ღვთისმშობლის კვართის გამოსახვის თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება ეყრდნობა იმ ცნობილი ფაქტს, რომ ამჟამად ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმში დაცული ღვთისმშობლის კვართი დაბრძანებული იყო ხობის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში, რასაც ადასტურებს არაერთი ისტორიული წყარო.

თეათინელთა კათოლიკური მისიის ხელმძღვანელი სამეგრელოში დონ იოსებ მარია ძამპი, რომელიც XVII საუკუნის შუახანებიდან 20 წელზე მეტ ხანს ცხოვრობდა ხობის მონასტერში,  წერს, რომ აქ ნახა ღვთისმშობლის კვართი, რომელიც ინახებოდა ვერცხლისგან გაკეთებულ ყვავილებით მორთულ ებანოზის ყუთში. ამაზე თავიანთ ნაშრომებში ასევე წერენ იტალიელი მისიონერები არქანჯელო ლამბერტი და დონ ქრისტოფორო დე კასტელი.

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე გერბის და დროშის ნიმუშები წარედგინა საქართველოს პარლამენტთან არსებულ ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს და ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოდან მიღებული თანხმობის საფუძველზე, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2010 წლის 20 დეკემბერს დამტკიცდა ხობის მუნიციპალიტეტის გერბი და დროშა.

ხობის მუნიციპალიტეტის გერბის და დროშის აღწერილობა ასახულია „ხობის მუნიციპალიტეტის გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 დეკემბრის N17 დადგენილებაში, რომლის მიხედვითაც:

ხობის მუნიციპალიტეტის გერბი წარმოადგენს ჰერალდიკურ ფარს, რომელიც გაკვეთილია და იყოფა 2 ნაწილად. პირველ ნაწილს უჭირავს ფარის 2/3, ხოლო მეორე ნაწილს - ფარის 1/3. გერბის ფარის პირველი ნაწილი წარმოადგენს ვერცხლის ველს, რომლის ცენტრში მოთავსებულია ლურჯი მცირე ფარი. მცირე ფარის ლურჯ ველზე გამოსახულია წმინდა მარიამ ღვთისმშობლის ვერცხლის კვართი. გერბის ფარის მეორე ნაწილი წარმოადგენს ლურჯ ტალღოვან ველს, რომლის ზედა ნაწილი გადაკვეთილია ვერცხლის ორი ტალღოვანი სარტყელით. გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი - სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით. ფარს ქვემოთ მოთავსებულია დევიზის ვერცხლ-ლურჯი ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი - „ხობი“.“.

ხობის მუნიციპალიტეტის დროშა წარმოადგენს მართკუთხედის ფორმის ქსოვილს, რომელიც ჰორიზონტალურად არის გაყოფილი ორ ნაწილად - თეთრ და ლურჯ ველებად. პირველ ნაწილს უჭირავს დროშის 2/3, მეორე ნაწილს - დროშის 1/3. დროშის პირველ ნაწილში თეთრ ველზე, ცენტრში, მოთავსებულია ლურჯი მცირე ფარი. მცირე ფარის ლურჯ ველზე გამოსახულია წმინდა მარიამ ღვთისმშობლის თეთრი კვართი. დროშის მეორე ნაწილი წარმოადგენს ლურჯ ველს. დროშის პროპორციაა: 2/3.“.

ხობის მუნიციპალიტეტის გერბის და დროშის ავტორია მირიან კიკნაძე (მხატვარი, ჰერალდიკის სპეციალისტი)


ასევე იხილე კატეგორიაში - ზოგადი ინფორმაცია: